გახდი ვებ-საიტის მფლობელი თვეში მხოლოდ 25 ლარიდან!
  • დღე,
  • საათი,
  • წუთი,
  • წამი

წესები & პირობები.

 

1.  სერვისების მოხმარების წესები.

1.1  აკრძალულია Webhost.ge - სერვისების გამოყენება ისეთი კონტენტისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და არღვევს

საერთაშორისო  ნორმებს.

ასევე ისეთი კონტენტის განთავსება როგორიცაა (ფიშერი, არასრულწლოვანთა პორნო, პრონოგრაფია, არალიცენზირებული ფაილები, რომლებზეც არ გააჩნია მომხმარებელს რაიმე სახის დამადასტურებელი საკუთრების

ლიცენზია, ერთდროულად ბევრ მომხმარებელთან ელ ფოსტის გაგზავნა სპამი.)

1.2  საზიარო ჰოსტინგის  სერვისი – ი აკრძალულია გამოყენებულ იქნას, ფილმების საიტისთვის, ვარეზ საიტისთვის მუსიკის საიტისთვის ფაილ ჰოსტინგად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუფრთხილებლად მოხდება საიტის წაშლა ჰოსტინგიდან.

 

1.3  ჰოსტინგზე იკრძალება უფასო  GA  დომენის რეგისტრაცია აღნიშნული დომენი დარეგისტრირებისთანავე წაიშლება ჰოსტინგიდან.

1.4  უფასო 1 თვით პაკეტის გამოყენების შემდგომ ჰოსტინგის გაუქმება და ახლის შეკვეთა გამოიწვევს მომხმარებლის ახალი ჰოსტინგის წაშლას და მის დაბლოკვას. ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთხელ გამოიყენოს უფასო 1 თვით ჰოსტინგი

1.5  უფასო ერთ თვიანი პაკეტის აღების შემდეგ შეკვეთილი დომენის DNS  სერვერის მონაცემები 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს გადმოტანილი კომპანიDNS სერვერებზე:  ns1.webhost.ge, ns2.webhost.ge,  წინააღმდეგ შემთხვევაში საიტი გაუფრთხილებლად იქნება წაშლილი ჰოსტინგიდან.


1.6  ყოველივე ზემოთ მოხსენებული წესების დამრღვევზე მისი ინფორმაციის წაშლასა და დაბლოკვაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს Webhost.ge.

 

1.7  ზემოთ ხსენებული წესების დამრღვევს კომპანია Webhost.ge აკისრებს სრულ პასუხისმბელობას და მომხმარებელი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი

საქართველოს მოქმედი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსის წინაშე.


       1.8     კომპანია იტოვებს უფლებას გაფრთხილების შემდგომ შეუწყვიტოს მომხმარებელს სერვისის/სერვისების მიწოდება სერვერული რესურსების გადაჭარბების გამო.


2.      სერვისის შეკვეთა

2.1  მომხმარებელს ჰოსტინგის სერვისი უაქტიურდება შეკვეთიდან მომენტალურად.

2.2  ვირტუალური სერვისის დამზადება ხდება შეკვეთიდან 48 სამუშაო საათის განმავლობაში.

 

3.      მომხმარებლის უფლებები:

3.1  მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს Webhost.ge - სგან 24/7 სერვისის უწყვეტი მიწოდება.

 

3.2  მომხმარებელს აქვს უფლება მიიღოს დროული და საჭირო ინფორმაცია კომპანიის ოპერატორებისგან და მენეჯერისგან.

 

3.3   მომხმარებელს აქვს უფლება გაასაჩივროს კომპანიის ნებისმიერი გადაწყვეტილება პირველ ინსტანციაზე საქალაქო სასამართლოში.

 

3.4  მომხმარებელს აქვს უფლება მოსთხოვოს კომპანიას მიყენებული ზარალის ანაზღაურება რაც მას მიადგა სერვისის გაუფრთხილებელი შეწყვეტის შედეგად. (ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია რომელიც ადასტურებს ზარალის მიყენებას.)

 

4.      ანგარიშსწორება

4.1  აბონენტი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს სატარიფო გეგმის მიხედვით ანგარიშსწორება. აბონენტს დავალიანების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში  Webhost.ge იტოვებს უფლებას ვადის გადაცილებიდან 1 დღის შემდეგ მოახდინოს სერვისის მიწოდების შეჩერება ხოლო 15 დღის შემდეგ გაუფრთხილებლად წაშალოს მომხმარებლის ყველა მონაცემი სერვერებიდან.

 

 

5.      Webhost.ge-ს პასუხისმგებლობა

5.1  Webhost.ge - იღებს პასუხისმგებლობას კეთილსინდისეირად მოემსახუროს მომხმარებელს. მოახდინოს სერვისების მიწოდება 99.5 % - ით.

Webhost.ge - იღებს ვალდებულებას თუ მისი სერვისების მიწოდება შეფერხდება 0.5% - ზე მეტად აუნაზაღაუროს მომხმარებელს მის მიერ მიყენებული ზარალი. მოახდინის მის სერვერებზე არსებული ინფორმაციის კოპირება თუმცა ეს არ ათავისუფლებს მომხმარებელს საკუთარი ფაილების რეზერვაციისაგან.

 

6.      კონფიდენციალობა

6.1   Webhost.ge - იღებს ვალდებულებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია არ გადასაცეს მესამე პირს და არ გამოიყენოს პირადი მოხმარებისთვის. სამართალდამცავი ორგანოების ან სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე Webhost.ge იტოვებს უფლებას მომხმარებლის გაუფრთხილებლად გასცეს ინფორმაცია.


პროგრამული მხარდაჭერა

1.        პროგრამული მხარდაჭერა არ ხორციელდება საზიარო ჰოსტინგზე, ვირტუალურ სერევრებზე და გამოყოფილ სერვერებზე.

2.        მხოლოდ იმ შემთხვევაში  ხორცელდება პროგრამული მხარდაჭერა თუ არსებობს შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულება/შეთანხმება

იურიდიული სახით. სხვა შემთხვევაში პროგრამული მხარდაჭერა არ ხორციელდება.

 

3.        პროგრამული მხარდაჭერა შეიძლება განხორციელებულ იქნებას პირველ პუნქტში მოყვანილ

პროდუქტებზე თუ არსებობს კონკრეტული ხელშეკრულება/შეთანხმება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან.

4.        ჰოსტინგის მართვის სიტემაში ნებისმიერი მოდულის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემა ფიქსირდება დახმარების ბილეთის სახით.

5.        ჰოსტინგის/საიტის მართვის სისტემაში ახალი მოდულის დამზადების ვადა განისაზღვრება მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) პირადი მენჯერის მიერ რომელიც დგინდება მომხმარებლთან (ფიზიკური/იურიდიული პირი) ხელშეულება/შეთანხმების გაფორმების დროს.

6.        ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის სავარაუდო დრო არის არაუგვიანეს  1 სამუშაო დღიდან 3 სამუშაო დღემდე.

7.        მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად თუ დაზიანდა ან წაიშალა მონაცემები სისტემაში და არსებობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულება/შეთანხმება  Webhost.ge კომპანია იღებს ვალდებულებას გონივრულ ვადაში, რომელსაც ადგენს კომპანიის ტექნიკური ჯგუფი აღადგინოს დაზიანებული ან წაშლილი მონაცემი თუ ეს შესაძლებელია პროგრამულად.

8.        მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად თუ დაზიანდა ან წაიშალა მონაცემები სისტემაში და არ არსებობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულება/შეთანხმება  Webhost.ge - კომპანია  იღებს ვალდებულებას გონივრულ ვადაში, რომელსაც ადგენს კომპანიის ტექნიკური ჯგუფი აღადგინოს დაზიანებული ან წაშლილი მონაცემი თუ ეს შესაძლებელია პროგრამულად, დადგენილ საფასურად, რომელსაც ადგენს კომპანიის ფინანსური მენეჯერი.

9.        Webhost.ge - კომპანია ჰოსტინგის  მართვის სისტემაში არ აგებს პასუხს მოდულის გამართულად მუშაობაზე თუ მასში მონაცემები არასწორად არის შეტანილი.

 

დატაცენტრი

1.        Webhost.ge - კომპანიის  სერვერები განთავსებულია როგორც  ovh - ის დატაცენტრში https://www.ovhcloud.com/en-ie/datacenters-ovhcloud/

 

ასევე  Contabo Data Centers-ში  -  https://contabo.com/en/locations/

 

2.        თითოეული სერვერის შეერთების სიჩქარე არის 1Gbps

3.        გარანტირებული სიჩქარე თოთოეულ სერვერზე 500 Mbps

4.        Webhost.ge -  მიერ გაცემული IP მისამართების მდებარეობა არის: გერმანია, საფრანგეთი, საქართველო.

 

უსაფრთხოება

1.        Webhost.ge -  კომპანიის ყველა სერვერზე ხორციელდება მონიტორინგი 24/7

2.        Webhost.ge -  კომპანიის ყველა სერვერზე ხორციელდება ყოველკვირეული აუდიტი, მოწმდება სერვერის მდგომარეობა (cpu, hdd და სხვა)

3.        Webhost.ge -  კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას როგორც საზიარო ჰოსტინგის მომხმარებლები,

               ვირტუალური სერვერის  მომხმარებლები DDoS შეტევისგან.

4.         

5.         

6.        Webhost.ge -  კომპანია არ ახდენს მომხმარებლების ვირტუალურ სერვერებზე synack ან syn frag flood - - გან დაცვას.

7.        Webhost.ge -  კომპანია  იღებს ვალდებულებას დაიცვას საზიარო ჰოსტინგის მომხმარებლები - synack ან syn frag flood შეტევისგან.

8.        Webhost.ge -  კომპანია  არ იღებს ვალდებულებას მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მიერ ატვირთულ ფაილების პროგრამული გამართულობაზე და მათ უსაფრთხოებაზე

9.        Webhost.ge -  კომპანია  არ იღებს ვალდებულებას მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) კუთვნილ პროექტზე (საინფორმაციო ვებ გვერდი, ბლოგი და სხვა), რომელიმე მოდულის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მათ პროგრამულად გამართვაზე

10.     Webhost.ge -  კომპანიის  ყველა საზიარო სერვერზე დაყენებულია ClamAV+Scanner, რომელიც

უზრუნველყობს მომხმარებლების ფაილების სკანირებას და საშიში ფაილების აღმოჩენას.

11.     Webhost.ge -  კომპანიის ყველა საზიარო სერვერზე დაყენებულია ელექტრონული ფოსტების spam - ისგან დაცვა.

12.     ვირტუალურ სერვერებზე არ ხორციელდება ClamAV+Scanner - ით ფაილების სკანირება და არც ელექტრონული ფოსტების spam - ისგან დაცვა

 

რეაგირების დრო

1.        სერვერების/სერვერის ან კონკრეტული სერვისის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში რომელზეც პასუხისმგებელია Webhost.ge -  კომპანია  რეაგირება ხდება შედეგის დადგომიდან 5 წუთის შემდეგ.

2.        შემოსული პრობლემა, რომელიც შემოვიდა დახმარების ბილეთის სახით Webhost.ge - ზე, პრობლემის შემოწმება იწყება ბილეთის შემსოვლიდან 5 წუთის შემდეგ. პასუხი გაცემა ხდება არაუგვიანს 24 საათისა.

ლიცენზია

1.        ყველა საზიარო სერვერზე დაყენებული პროგრამა არის ლიცენზირებული რომლის საფასურსაც ფარავს Webhost.ge -  კომპანია.

2.        ვირტუალურ სერვერებზე ოპერაციულ სისტემების ლიცენზირებაზე არარის პასუხისმგებელი Webhost.ge -  კომპანია, მომხმარებელი (ფიზიკური/იურიდიული პირი) ვალდებულია თავად შეიძინოს იმ ოპერაციული სისტემის ლიცენზია რაც დაყენებულია მის ვირტუალურ სერვერზე

3.        სერვერის სამართავ ვებ პანელებზე, ლიცენზია (თუ საჭიროებს) უდნა შეიძნოს მომხმარებელმა (ფიზიკური/იურიდიული პირი)

ანგარიშსწორება:

1.        ანგარიშსწორება ხორციელდება: საბანკო გადმორიცხვით, ბარათით.

2.        საბანკო ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის ასახვა ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.

3.        ბარათით, გადახდისას, თანხის ასახვა ხდება მომენტალურად.

4.        სერვისის საფასურის გადახდა ხორციელდება წინასწარ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა (ფასდაკლება, აქცია)

5.        სერვისის საფასურის გადახდა შესაძლებელია წინასწარ რამდენიმე თვის, გადახდილი თანხა ხვდება მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) - ბალანსზე


თანხის დაბრუნების პოლიტიკა.


1.    თანხის დაბრუნება ხორციელდება  7   კალენდარულ დღეში, მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ნაგარიშზე.

2.    დომენების რეგისტრაცია - თანხის დაბრუნება არ ხორციელდება გაწეული მოსმახურების დაწყების შემდეგ.

2.    ჰოსტინგ მომსახურებაზე  გვაქვს  45-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია.

 

სერვისის წაშლა

1.        მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მონაცემების წაშლა ხდება სერვერიდან სერვისის დაბლოკვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.


2.        მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) ვირტუალური სერვერის წაშლა ხდება დაბლოკვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

 

სერვისის დაბლოკვა

1.        მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მონაცემების დაბლოკვა ხდება თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ვადაგადაცილებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

2.        მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მონაცემების დაბლოკვა ხდება სერვერული რესურსების გადაჭარბების, ეგრედწოდებული "fisher" - ს, სხვდასხვა ვირუსული სკრიპტების სპანიგის და ისეთი მასალის ატვირთვის შემთხვევაში, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს

მოქმედ კანონმდებლობას სერვისის დაბლოკვა ხდება გაფრთხილებიდან 24 საათის განმავლობაში

რეზერვაცია

1.     საზიარო ჰოსტინგის მომხმარებლების (ფიზიკური/იურიდიული პირი) ფაილების რეზერვაცია ხდება ყოველ 7 კალენდარულ დღეში ერთხელ, ფაილები ინახება 2 სხვადასხვა დაშორებულ სერვერზე

2.     ფაილები რეზერვირდება პროგრამით cpremote

3.        ვირტუალური სერვერების რეზერვაციას არ ახორციელებს Webhost.ge -  კომპანია. მომხმარებლის

(ფიზიკური/იურიდიული პირი) თავად არის ვალდებული აწარმოოს საკუთარი ფაილების რეზერვაცია, სერვერის დაზიანების, ფაილების დაკარგვის შემთხვევაში Webhost.ge -  კომპანია. არ აგებს პასუხს დამდგარ შედეგზე.

 

დახმარება

1.        Webhost.ge -  კომპანია. დახმარებას ახორციელებს საზიარო სერვერზე, მხოლოდ სერვერული გაუმართაობის შემთხვევაში.

2.        დახმარება არ ხორციელდება საზიარო სერვერზე პროგრამული გაუმართაობის შემთხვევაში, რომლის მიზეზიც გამოწვეულია მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მიერ

პროგრამულ კოდში დაშვებული შეცდომის შედეგად.

3.        Webhost.ge -  კომპანია. ვირტუალურ სერვერზე დახმარებას ახორციელებს მხოლოდ ქსელის დაზიანების შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლს (ფიზიკური/იურიდიული პირი) არ აქვს გლობალური წვდომა სერვერთან სხვა შემთხვევაში მომხმარებლს (ფიზიკური/იურიდიული პირი) თავად შეუძლია მართოს საკუთარი ვირტუალური სერვერი, შეცვალოს ოპერაციული სისტემა, და დააყენოს საურველი სხვდასხვა პროგრამული პაკეტები.

4.        გახსნილი დახმარების ბილეთზე პასუხის გაცემის სრული დრო არის 24 საათი.

ფორსმაჟორი

1.        ფორსმაჟორიულ სიტუაციაში (სამოქალაქო ომი, ბუნებრივი კატასტროფები, ომი,) აღნიშნულ სიტუაციაში Webhost.ge -  კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მის მიერ გაყიდულ სერვისებზე.

პორტირება

1.        Webhost.ge -  კომპანია  ახორციელებს სხვა ჰოსტინგ კომპანიიდან მომხმარებლის ფაილების გადმოტანას Webhost.ge -  კომპანიის საზიარო და ვირტუალურ სერვერზე.

2.        პორტირების სრული დრო არის 2 სამუშაო დღე.  დაჩქარებული ვადის შემთხვევაში იქნება დამატებითი საფასურის გადახდა აუცილებელი.

3.        პორტირების შემთხვევაში მომხმარებლებელმა (ფიზიკური/იურიდიული პირი) ზუსტად უნდა მიუთითოს პორტირების სამსახურისთვის გახსნილ ბილეთში ძველი ჰოსტინგის მონაცემები.

4.        პორტირების დროს დამდგარ შედეგზე, რომელიც არ იყო წარმოქმნილი Webhost.ge -  კომპანისგან,  კომპანია არ აგებს პასუხს.

პირადი მენჯერი

1.        პირადი მენჯერის მოსახურება ფასიანია და  ხორციელდება 24/7


2.        პირადი მენჯერის ეხმარება მომხმარებლებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) ტექნიკურ სამსახურთან და იურიდულ სამსახურთან ურთიერთობაში

 

დავალიანება/დაფარვა

1.     დავალიანების დარიცხვა ხდება მომხმარებელზე (ფიზიკური/იურიდიული პირი) ვადაგადაცილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საზიარო სერვერის შემთხვევაში, ვირტუალური სერვერის  შემთხვევაში 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2.        ვადაგადაცილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერი გადახდილი თანხის შემთხვევაში სერვისსზე იფარება პირველ რიგში დავალიანება

3.        30 კალენდარული დღის საზიარო სერვერის, 10 კალენდარული დღის ვირტუალური სერვერის  გასვლის შემდგომ, როდესაც მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) ფაილები იშლება სერვერიდან მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) სრულად ეხსნება დავალიანება სერვერული რესურსები.

 

1.        Webhost.ge -  კომპანია იტოვებს უფლებას სერვერული რესურსების გადაჭარბების გამო შეუწყვიტოს მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) მომსახურება გაფრთხილებიდან 24 საათის შემდეგ

2.        სერვერული რესურსების გადაჭარბებად ჩაითვლება, ულიმიტო პაკეტზე: სივრცე არაუმეტეს 15 GB, კავშირების რაოდენობა არაუმეტეს 100 პროცესი, პროცესორის გამოყენება არაუმეტეს 200% (2 ბირთვი) , ოპერატიული მეხსიერება არაუმეტეს 2 GB, ელექტრონული გაგზავნილი ფოსტის რაოდენობა 300 დღიურად

3.        ზემოთ აღნიშნული დადგენილი სერვერული რესურსების გადაჭარბების შემთხვევაში Webhost.ge -  კომპანია  პერსონალურად განიხილავს მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) ანგარიშს, სადაც ხდება მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) ანგარიშის შემოწმება (შინაარსი, კონტენტი), რის შედეგადაც 24 საათის განმავლობაში აცნობებს Webhost.ge -  კომპანია  გადაწყვეტილებას სერვერული რესურსების უსასყიდლოდ გაზრდაზე ან დამატებითი გადასახადის შემთხვევაში გაზრდის სერვერულ რესურსებს, სხვა შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში მომხმარებელს

(ფიზიკური/იურიდიული პირი) მოუწევს შეცვალოს სერვისი ან 24 საათში დაიხურება მისი ანგარიში.

ცვლილებები

1.        Webhost.ge -  კომპანია  იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს მის მიერ გაყიდული ნებისმიერი სერვისის პირობები როგორც ფინანსურად ასევე ტექნიკურად.

2.        სერვისის ცვლილების დროს Webhost.ge -  კომპანია  ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელიც აქვს მითითებული Webhost.ge - ზე

(ფიზიკური/იურიდიული პირი) და შეცვალოს სერვისის პირობები კონკრეტული მომხმარებლის

(ფიზიკური/იურიდიული პირი) შეძენილ სერვისზე მისი გადახდილი თანხის ამოწურვის შემდეგ. მაგ: თუ მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) გადახდილი აქვს 1 თვის სერვისის

საფასური შეცვლილი პირობები ძალაში შევა მომავალი თვიდან როდესაც მომხმარებელი (ფიზიკური/იურიდიული პირი) გადაიხდის ახალი თვის სერვისის საფასურს.

3.        ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ ინფორმაციის არ გაცნობის შემთხვევაში Webhost.ge -  კომპანია  არ აგებს პასუხს დამდგარ შედეგზე.

 

ნებისმიერი სერვისის შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ზემო აღნიშნულ წესებს.

Powered by WHMCompleteSolution